წესები და პორობები, უსაფრთხოების პოლიტიკა
თანახმა ვარ და უფლებამოსილებას ვანიჭებ სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფ“-ს ს/ნ 405206566 მოიპოვოს და დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:
პირადი ინფორმაცია:
- გვარი
- სახელი
- ელ-ფოსტის მისამართი
- რეგისტრირებული მისამართი
- ფაქტობრივი მისამართი
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
- დაბადების თარიღი და ადგილი
- სქესი
- საკონტაქტო ინფორმაცია საგანგებო შემთხვევებისათვის (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამსახურის ტელეფონის ნომერი)
საიმიგრაციო კანონმდებლობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაცია: მოქალაქეობა, ინფორმაცია რეზიდენტობის შესახებ;
საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია: საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო მონაცემები და აგნარიშის ნომერი, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს ანაზღაურება.
თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მიზნებისათვის. რა დროსაც შესაძლოა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში მოხდეს მათი შენახვა, დამუშავება გამოყენება ან მესამე პირებისთვის გადაცემა.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, შემოხაზოთ ,,თანახმა ვარ“ და ხელმოწერით დაადასტუროთ
დაზღვევას არ ექვემდებარება:
- ტაქსი
- ხაზის სამარშრუტო ტაქსები
- სპორტული ავტომობილები
- 2000 დოლარზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები.
ონლაინ დაზღვევას არ ექვემდებარება:
- 20 000 დოლარზე მეტი ღირებულებს ავტომანქანები, აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზსს.
- ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება რაიმე კომერციული საქმიანობისთვის ანუ არაპირადი მოხმარების ავტომობილები.
- სპორტული ავტომობილები
- 2000 დოლარზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები.